მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის

სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულება

  1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

(შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის

კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული,

რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით-ტერიტორიული მოწყობის,

დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, ქალაქ ქუთაისში მშენებარე

შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო

დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების

გამოვლენას, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების,

გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი

არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანასა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე

კონტროლს. ზემოხსენებულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას.

  1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული

კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე

სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი

აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

  1. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
  2. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
  3. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა

კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის

გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

  1. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №8, სახელწოდების

აღნიშვნით.

  1. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
  2. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.
  3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.
სამსახურის უფროსი
ზვიად ჯავახია
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text