ქუთაისში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებმა წარადგინეს პროექტი ,,ერთობლივი ძალისხმევა ტრეფიკინგის წინააღმდეგ”, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების შეფასების პირველადი შედეგები და დასკვნები, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა.