სსიპ ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოეწყო „პერსონაჟის დღე“, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და 30-ე სკოლაში ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიებას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სხვადასხვა წიგნისა და ფილმის პერსონაჟები გააცოცხლეს, ახალგაზრდებმა „წიგნების თაროს“ იმიტირებული გადაცემა წარმოადგინეს.
წიგნის საერთაშორისო დღე იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლიდან აღინიშნება.