ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
სხდომის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 12 აპრილი 13:00 სთ
სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი
თვითმმართველობის შენობაში არსებული
სხდომათა დარბაზი რუსთაველის გამზ.N3
1.ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N21-ში (ნაკვეთი N02/700) არსებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის-სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა
დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
2.ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა, N31-სა და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის-სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა
დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
3.გოეთეს ინსტიტუტისგან გრანტის მიღების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
ქალბატონი ელეონორა გოგოლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურულიე რთეულის-კულტურის, სპორტის, განთლებისა და
ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი
4.„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ბატონი ანტონ ჩიხლაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის-მუნიციპალური და საბინაო
ინფრასტრუქურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი