ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით ქუთაისში რეგიონული ბიზნეს-კონფერენცია მოეწყო.
ღონისძიება პროექტის ,,საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენება - დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური განვითარება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფონდი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ბიზნეს-კონფერენციას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო, სადაც წარადგინეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.