ქუთაისის მერმა ცნობილი მხატვრის ოჯახს საგამოფენო სივრცისთვის ფართი გადასცა

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ცნობილი ქართველი მხატვრის გურამ გაგოშიძის სახელობის გალერეა გახსნეს. ქუთაისის მკვიდრი გურამ გაგოშიძე 21 წლის წინ გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები ამ დრომდე საცავისა და დარბაზის გარეშე იყო და კუსტარულად ინახებოდა სხვადასხვა ადგილზე. წლების მოუგვარებელ პრობლემის გადაჭრას ოჯახი დიდი ხანი ელოდა. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით გაგოშიძეების ოჯახს საგამოფენო სივრცისთვის შენობა გადაეცა. გურამ გაგოშიძის ნამუშევრებმა დღეიდან ბინა ქუთაისში ნინოშვილის ქუჩაზე დაიდო, იქ სადაც ადრე ბიბლიოთეკის შენობა არსებობდა.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 47
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 153
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 233
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 210
პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯი ...
2017-09-29 233
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text