ქუთაისში ევროკომისარი ქალაქის მერს და იმერეთის გუბერნატორს შეხვდა

ქუთაისში სტუმრად ევროპის კომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DG REGIO) მრჩეველი მაიკლ რალფი იმყოფება. ევროკომისარი დაინტერესებულია ადგილობრივი და რეგიონული განვითარების დაგეგმვის, ინფრასტრუქტურული და ურბანული/მუნიციპალური განვითარების, ასევე, რეგიონულ დონეზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ინოვაციების დანერგვის პროცესებთან დაკავშირებული საკითხებით. შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შოთა მურღულიამ ქალაქის ურბანულ განვითარებაზე; თვითმმართველობის რეფორმაზე და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალური მომსახურების სფეროში არსებობს.ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები. რეგიონის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. მაიკლ რალფი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და აღნიშნულ პარტნიორობაზე შესაძლოა მეტწილად იყოს დამოკიდებული რეგიონული განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავება, მათ შორის, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდაც.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 47
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 153
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 233
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 210
პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯი ...
2017-09-29 233
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text