ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს UNESCO-ს ლიტერატურის ქალაქების პოეზიის საერთაშორისო კონკურსს „SLAMOVISION 2026“ !
კონკურსის გამოცხადების თარიღი - 2026 წლის 10 ივლისი.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება არაუგვიანეს 2026 წლის 10 აგვისტომდე.
შედეგი გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოსა.
საკონკურსო ვიდეოჩანაწერი, კონკურსანტის ბიოგრაფია და ლექსი ვორდის ფორმატში მიიღება ელექტრონულ მისამართზე: ana.doghonadze@kutaisi.gov.ge
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ პოეზიის საერთაშორისო კონკურსის ,,SLAMOVISION 2026” დებულებაში.