კონკურსი ითვალისწინებს საინიციატივო ჯგუფებისა და სპორტული ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას.
კონკურსის მიზანია სპორტის სფეროში ინიციატივების წახალისება, სპორტსმენების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება, ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ/სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საინიციატივო ჯგუფებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. პროექტის ძირითადი ნაწილი უნდა განხორციელდეს ქუთაისში.
კონკურსი ცხადდება ერთ ან ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 10 თებერვლიდან - 9 მარტის 18:00 სთ-მდე ელექტრონული ფორმით მისამართზე :
contact@kutaisi.gov.ge