პარასპორტის საერთშორისო ფესტივალს ქუთაისი მასპინძლობს.ტურნირი ქუთაისის მერიის უშუალო მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება. .შეზღუდული შესაძლებლობების პირებს შორის შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა. ფესტივალში 26 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მონაწილეობს მათ შორის სტუმრები უკრაინიდან. დღევანდელ ტურნირს ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე ესწრებოდა, რომლის განცხადებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქუთაისის მერია ყოველთვის გაუწევს დახმარებას და მხარდაჭერას იმისთვის რომ მათ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთონ.
,,ქუთაისის მერიის მხარდაჭერით უკვე არაერთი ღონისძიება გაიმართა. ეს არის სპორტული ტურნირი, სადაც სტუმრები უკრაინიდანაც გვყავს. ქუთაისის მერია ყოველთვის იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გვერდით და ხელს შევუწყობთ რომ მათ ჰქონდეთ ბევრი შესაძლებლობა და საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.