ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ერთწლიანი ანგარიშით ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე წარსდგა. ანგარიშის წარდგენას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრნენ. ცენტრის თანამშრომლებმა ტურიზმის ცენტრის ერთწლიანი მუშაობის შეჯამების გარდა დამსწრეებს სამომავლო გეგმებიც გააცვნეს. შეხვედრაზე ქუთაისის პრეისტორიული, ანტიკური, რელიგიური და ეთნოგრაფიული მარშუტების ახალ პაკეტებზე ისაუბრეს. „ტურიზმის განვითარება და ამ კუთხით მუშაობა ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტია. ქუთაისი თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც ცხადია უფრო დიდი გამოწვევების წინაშე გვამყოფებს ადგილობრივ ხელისუფლებას“-განაცხადა შეხვედრაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.