ქუთაისის მერმა სოციალურად დაუცველთა ოჯახის ბავშვები საცურაო აუზზე წაიყვანა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სოციალურად დაუცველთა ოჯახის ბავშვები საცურაო აუზზე წაიყვანა. ამასთან ვაკის უბანში მდებარე ცენტრალური აუზის ადმინისტრაცია და რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ ბავშვებს მსუბუქი ლანჩით გაუმასპინძლდნენ. საქველმოქმედო აქცია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და როგორც ქუთისის მერმა განაცხადა ზაფხულის დღეებში მათ კიდევ რამდენიმე სიურპრიზს მოუმზადებენ. „ზაფხულის ცხელ დღეებში გვინდოდა პატარები გაგვეხარებინა. ის ოჯახები რომლებსაც საშუალება არ აქვს ბავშვები დასასვენებლად ქალაქიდან გაიყვანონ ჩვენ შეძლებისდაგვარად ვიზრუნებთ მასზე. დღევანდელი დღე ნამდვილად მცირედია, თუმცა დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.