ქუთაისში თაბუკაშვილიხ ქუჩის 199 და 203-ე ნომერ კორპუსებთან ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გიან 2011" ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილე იუზა უგულავასთან და ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად მოინახულა. მისი განცხადებით წელს ქუთაისში 55 ეზოს მოწყობა იგეგმება და ამ კუთხით 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
,,ქალაქის მერია წელს ქუთაისის მასშტაბით 55 ეზოს კეთილმოწყობას გეგმავს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა სრულიად აფინანსებს. ამ მიმართულებით ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ეტაპობრივად მივყვებით ყველა ეზოს და ქუჩას. ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და წელს ვგეგმავთ, რომ ქალაქის მასშტაბით, ყველა ძირითადი ცენტრალური ქუჩა მოვაწესრიგოთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.