ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს წევრებთან ერთად გაეროს მოდელირების კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში შეხვდა და სიტყვით მიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა და მაჟორიტარებმა საკრებულოდან. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა ქუთაისის საკრებულოს კულტურის განათლების ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემოთარ ლორთქიფანიძემ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან.
გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 60 ახალგაზრდა, საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული 9 ქალაქიდან არის წარმოდგენილი. გაეროს მოდელირების მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება, კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება. გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ -LDA, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით.