ქუთაისის მერია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.
მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის მერია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი საუკეთესო, პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა.
კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს გაიმართა სადაც ქუთაისის მერის მოადგილეს ნინო თვალთვაძეს შესაბამისი ჯილდო გადაეცა.
წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტები შეაფასა.
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.