ქუთაისს უახლოეს პერიოდში, საინვესტიციო წინადადებების კატალოგი ექნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის საინვესტიციო წინადადებების კატალოგი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით იქმნება.
აღნიშნულ წინადადებათა კატალოგი და მერიის მიერ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების განვითარება USAID -ის პროექტის „კარგი მმართველობის ინიციატივების“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის პრეზენტაციას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ, რომლებმაც ექსპერტებთან ერთად ქუთაისისთვის საინვესტიციო წინადადებების კატალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პროექტი „ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის საინვესტიციო წინადადებების კატალოგი და მერიის მიერ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების განვითარება“ ხუთ თვიანია და კატალოგი მზად მაისში იქნება.
აღნიშნული დოკუმენტი როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით გახდება ხელმისაწვდომი. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ქუთაისი თბილისის შემდეგ ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც საინვესტიციო წინადადებების კატალოგი ექნება.