ქუთაისში ბენეფიციარებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ეტლები გადაეცათ. 14 ახალი ეტლი ქუთაისში საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ჩამოიტანა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია კვეზერელი-კოპაძის თქმით ამერიკული ეტლები ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცათ.
აღნიშნულ აქტივობას, მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო.მისი განცხადებით ბენეფიციარებს ეტლები ინდივიდუალურად, წინასწარ შესწავლილი ზომებისა და საჭიროების მიხედვით შეურჩიეს.