ქუთაისში, ძოძუაშვილის ქუჩის 10 ნომრის მიმდებარედ, გზის საფარის დაგება დღის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 25 000 ლარი გამოიყო.
" პროექტის ღირებულება კონტრაქტის მიხედვით 25 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება " ჯთბ გოლდენ ეიჯი" ასრულებს.
გზის საფარის მოწესრიგება დღის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარე წელს დაიწყო, რომელიც შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდა"-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა.