ქუთაისში 2019 წელს, რამდენიმე ქუჩაზე 18211,7 კვ.მ ტროტუარი მოწესრიგდება.
დეკორატიული ფილით კეთილმოეწყობა რუსთაველის გამზირის და გ.ტაბიძის ქუჩების ტროტუარები. ფეხით სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება კიკნაძის ქუჩასა და ნიკეას პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩაზე დაგეგმილია ტროტუარის გრანიტის ფილით მოპირკეთება.
მიმდინარეობს, ლერმონტოვისა და სულხან საბას ქუჩის მეორე ზოლის ტროტუარების პროექტირება.
გასული 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით, კონკრეტულად საფეხმავლო ნაწილის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, გრანიტის ქვით სრულად მოეწყო თბილისის ქუჩა, ასფალტით მოწესრიგდა თაბუკაშვილის, ჩხობაძის და მელიქიშვილის ქუჩები. სამუშაოები დასკვნით ფაზაშია ასათიანის, ბარათაშვილის, დუმბაძის და იაშვილის ქუჩებზე.