მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, "მშვიდობის მსოფლიო ფედერაციის მშვიდობის ელჩის", გურამ ოდიშარიას შემოქმედებითი საღამო "ჩემი სოხუმი" გაიმართა. ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი" მონაწილეობდა.
გურამ ოდიშარიას ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია 17 ქვეყანაში, მათ შორის: ჩინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში. მისი ნაწარმოებები ასევე ითარგმნება ფრანგულ ენაზე და ახლო მომავალში გამოიცემა საფრანგეთში.
შემოქმედებით საღამოს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და ქ. ფოთის მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის, შემოქმედებითი სახლის ,,ჯარისკაცის მამა" ინიციატივით გაიმართა.