მიმდინარე წლის 4 მარტს უკრაინის ქალაქ ვინიცაში, „‘Journey’- ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის’’ პროექტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების წარმომადგენლებსა და ვინიცის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების რეგიონალური ასოციაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან ესწრებოდნენ ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი ანა ჭანკვეტაძე. აღნიშნული პროექტი, რომელიც 2018 წლის 15 დეკემბერს დაიწყო, 2020 წლის 14 ნოემბერს დასრულდება. პროექტი ხორციელდება ვინიცის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების რეგიონალური ასოციაციის ხელმძღვანელობით და მიზნად ისახავს კარგი პრაქტიკის გაზიარებას ახალგაზრდებისთვის ბიზნესის Start-up -ში, ახალგაზრდებისა და დაინტერესებულ პირთა განვითარება და მათი კონსოლიდაცია სოფლის დასახლებებში უკრაინაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში; სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და იმ ახალგაზრდების ხელშეწყობა, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში თვითდასაქმდნენ, როდესაც ისინი დაინახავენ იმ შესაძლებლობებს, რომელიც არის აგრო ტურიზმში, სოფლის მეწარმეობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა. პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან სოფლად მაცხოვრებელი ახალგაზრდები ვინიციის რეგიონიდან (უკრაინა), განჯიდან (აზერბაიჯანი) და იმერეთის რეგიონიდან (საქართველო).
შეხვედრა გახსნა ვინიცის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ და ვინიცის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების რეგიონალური ასოციაციის ხელმძღვანელმა ანატოლი ოლიინკმა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ვინიცის რეგინის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ადნრიი ჰიზკო, ვინიცის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების რეგიონალური ასოციაციის გენერალური მდივანი ვიქტორ ვიკალიუკი და ბოლოს პროექტის კოორდინატორმა ოლია ოლიინიკმა წარმოადგინა პროექტის შესახებ მცირე პრეზენტაცია. ამის შემდეგ პროექტში მონაწილე ყველა პარტნიორმა წარმოადგინეს მცირე პრეზენტაციები თავიანთი ორგანიზაციების შესახებ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ანა ჭანკვეტაძემ წარმოადგინა მცირე პრეზენტაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის, მიმდინარე პროექტების და ამ პროექტში მერიის მოლოდინების შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილში, პროექტის კოორდინატორებთან ერთად პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის სამომავლო გეგმები და იმსჯელეს პროექტის განხორციელების სხვადასხვა საფეხურზე.