„ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება“ ლაგი გვეტაძეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გადასცა.
შეხვედრას ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს დეპუტატები მამუკა რიჟამაძე, გიორგი ჭეიშვილი და მერაბ კვიცარიძე ესწრებოდნენ.
ლაგი გვეტაძემ ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და აღნიშნა, რომ „ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება“ მისთვის გამორჩეული ჯილდოა.