ქუთაისში „m²“-მა ახალი სასტუმროს პროექტი წარადგინა. m² აპირებს სასტუმროების უმსხვილეს კომპანია „Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება. აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე. პრეზენტაციას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამა ჩხიკვაძე დაესწრნენ. ახალი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, 125 ნომერზეა გათვლილი. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობასა და შემდგომ მისი ოპერირებისთვის 250 - მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულდეს. ქუთაისის ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.