რუსთაველის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მოპირკეთდა ტროტუარები და რეაბილიტირდა სანიაღვრე ქსელი. ასევე გადაიბელა გამზირზე არსებული ჭადრის ხეები და შეიწამლა სპეციალური ხსნარით. ტროტუარსა და გზას შორის დაიგო ბუნებრივი ბალახი. მოეწყო საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები და დაიხაზა ქვეითთა გადასასვლელები. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.