მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში , ქვათაცვენის შედეგად ჩამოშლილმა კლდის ფერდმა საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი მარეხი ნიჟარაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.
რამდენიმე დღეში, აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალისტების მიერ მოხდება კლდის მასივის შესწავლა, ხოლო გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ დროისათვის საპატრულო პოლიციის მიერ გადაიკეტა გზის აღნიშნული მონაკვეთი.
მოსახლეობის გადაადგილება კი ალტერნატიული გზით არის შესაძლებელი.