ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანს უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობა წარმოადგენს. კურსისს გავლის შედეგად კი სტუდენტები მიიღებენ იმ გამოცდილებას, რომელიც მათ უმნარ-ჩვევებს გააუმჯობესებს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ჭიღვარიამ და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის რექტორმა, გოჩა თუთბერიძემ.
