სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ქუთაისის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად შედგა.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი საინფორმაციო კამპანია, ყოველწლიურად იმართება და მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ასევე საინფორმაციო შეხვედრების მთავარ დანიშნულებას პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
