ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა წარმოდგენილი ხუთი საკითხი დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქალაქ ქუთაისში, 35-ე საჯარო სკოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორია/ჯავახიშვილის ქუჩა №85-ის სამხრეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
5. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024–2027 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის № 350 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
