ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა ოთხი საკითხი განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა არსებულ საკითხებთან ერთად, საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ბიბილეიშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ შექმნის შესახებ
4. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილების ცნობად მიღების თაობაზე
