ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხის შესახებ იმსჯელეს.
სხდომას ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, დიმიტრი მხეიძე უძღვებოდა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილმონაცვლე წევრების: ლანა ჩიტიძის, თამთა ბაკურაძისა და იოსებ კუჭავას განცხადებების განხილვის შესახებ.
2. ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეებად საკრებულოს წევრების: ლანა ჩიტიძისა და იოსებ კუჭავას არჩევის შესახებ.
3. საკრებულოს კომისიების შემადგენლობებში განსახორციელებელი ცვლილებების, კერძოდ, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის; კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შემადგენლობიდან საკრებულოს წევრების: მიხეილ გიორგაძისა და მამუკა სინაურიძის გამოყვანისა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის; კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიებში საკრებულოს წევრების: ლანა ჩიტიძის, თამთა ბაკურაძისა და იოსებ კუჭავას წარდგენის შესახებ.
