ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველ სხდომას საბჭოს თავჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგის მიხედვით არჩეული იქნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე წარდგენილი იქნა საბჭოს მდივანი.
სხდომაზე განიხილეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება, 2025-2028 წლების სტრატეგიის პროექტი და 2025 წლის სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული საბჭო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და საქართველოს კანონის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად შეიქმნა.
