ასლანიკაშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ერემეიშვილთან და მერის მოადგილესთან გიორგი ცხაკაიასთან ერთად დაათვალიერა.
მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი ჯებირი განთავსდება ასლანიკაშვილის ქუჩის N 59 და N19 კერძო საცხოვრებელ სახლთან.
სამუშაოების შედეგად მოეწყობა სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რაც ფერდის გამაგრებას უზრუნველყოფს.
პროექტის ღირებულება 168 291 ლარს შეადგენს
