🔹ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 45-ე სხდომაზე დღის  წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
🔹 სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
✔ ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში, რის  შედეგადაც დამტკიცდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა. 
✔ დამტკიცდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები. შედეგად ცვლილება შეეხო საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებას 
✔ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №129 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შედეგად შეიქმნა  ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
✔ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა  ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე გაწეული მუშაობის ანგარიში
 
