ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 35-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
✔საკითხის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა გიორგი რაზმაძემ და წარმოდგენილი საწყისი მონაცემების საფუძველზე მოითხოვა ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-სა (ნაკვეთები: № 1; № 2; № 2-1-1-1-1; № 2-1-2; № 2-2; № 3; № 4; № 4-1; № 4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩის №96-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის მასთან არსებული კომერციული ფართებით განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვა (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივნისის N301 განკარგულებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, მიეცა თანხმობა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე). განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე რეკომენდებულია გავრცელდეს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3). დაგეგმარების პროცესში რეკომენდებულია ფუნქციური ზონის პარამეტრების (კ2) გადამეტება დებულებების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად შესაბამისი კომპენსაციის საფუძველზე და კ-2 კოეფიციენტის მომატება.საპროექტო ტერიტორია ვითარდება 13 მიწის ნაკვეთად. 12 მიწის ნაკვეთი განვითარდება სამშენებლოდ, ხოლო ერთი მიწის ნაკვეთი დაეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. სულ დაგეგმილია 15 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება. აქედან 1 მიწის ნაკვეთზე (N10) უკვე მიმდინარეობს მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით. განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის შესაბამისად N10 მიწის ნაკვეთზე მოხდება მხოლოდ კ-2 კოეფიციენტის გაზრდა შესაბამისი მაკომპენსირებელი ღონისძიების შესაბამისად.
✔საკითხის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა გიორგი რაზმაძემ და წარმოდგენილი საწყისი მონაცემების საფუძველზე მოითხოვა ქალაქ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა, №39ა-ს სამხრეთით მდებარე, შპს “იბერია სტარ გრუპი“-ს საკუთრებაში არსებულ 9196 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 03.04.25.216) საცხოვრებელი კომპლექსის მასთან არსებული კომერციული ფართებით განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვა (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივნისის №300 განკარგულებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, მიეცა თანხმობა განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე). ნაკვეთი ურბანულ ქსოვილში, ქალაქი მუზეუმის საზღვრებში მდებარეობს და წარმოადგენს ქუთაისის ყოფილი წინასწარი დაკავების იზოლატორს, რომელიც ახლა უფუნქციო და მოუვლელია. ნაკვეთზე განთავსებულია ძველი ავარიული შენობა-ნაგებობები, რომლის დემონტაჟიც იგეგმება.ამავე კონცეფციის მიხედვით ტერიტორიაზე რეკომენდირებულია გავრცელდეს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3). გარდა ფუნქციური ზონირებისა, კვლევაზე დაყრდნობით არის შერჩეული საპროექტო შენობის სართულიანობა (6 სართული). „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილია კ-2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მომატება.
✔ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა გიორგი რაზმაძემ და წარმოდგენილი საწყისი მონაცემების საფუძველზე მოითხოვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე (03.04.21.346; 03.04.21.398), განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიციატივის განხილვა. საპროექტო ტერიტორია შედგება 2 საკადასტრო ერთეულისაგან და მისი საერთო ფართობია 3169 კვადრატული მეტრი. დასახელებული დაგეგმილი ცვლილებების მიზანია - საცხოვრებელი ობიექტებით ჩამოყალიბებულ უბანში, განვითარდეს ასევე საცხოვრებელი ფუნქციის მქონე მრავალბინიანი კომპლექსები. ხოლო დაგეგმვის საჭიროება გამომდინარეობს ტერიტორიის შემდგომი განვითარების მიზნიდან - დადგინდეს განაშენიანების რეგლამენტები, ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში, და მოეწყოს ინფრასტრუქტურა.
✔საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ზვიად გამსახურდიას ქუჩის №8-ში კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეის მდგომარეობით საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებული არის რამდენიმე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომელთა დემონტაჟი განხორციელდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ტერიტორიას ორი მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე და საავტომობილო გზები.
✔სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ: MERCEDES-BENZ მარკის ავტობუსი; მოდელი - 0350; სახელმწიფო ნომერი - FC001TK; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი NMB61335813237519; თეთრი ფერის; საწვავის ტიპი - დიზელი; გამოშვების წელი - 2004; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
✔სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ქალაქ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა №85-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობა №1; (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.03.27.560; მიწის ფართობი: 248.00 კვ.მ), შემდგომში მოქალაქეების ზურაბ აფრიდონიძის და დავით ფაილოძის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №58ბ-ს ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთთან (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.03.22.716; მიწის ფართობი: 248.00 კვ.მ) ადგილმონაცვლეობის მიზნით.
✔მოქალაქე მამუკა ნიქაბაძეს პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით, 25 (ოცდახუთი) წლის ვადით სარგებლობაში გადაცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე ქალაქ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩა №1ა, ავტოგასამართი სადგურის აღმოსავლეთით არსებული სკვერის ნაწილი, ფართი - 419 კვ.მ; საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.01.24.368) აღნაგობის წლიური ქირა 3000 ლარიდან იზრდება 10 692,88 ლარამდე. ნაკლების ჩვენება