ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. გარდაცვალების გამო, დარეჯან ფხაკაძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღებისა და ამ კომისიაში პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრის, ინგა ჯავახაძის წარდგენის სისწორის შემოწმების შესახებ
2. გარდაცვალების გამო, დარეჯან ფხაკაძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ
3. ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-სა ( ნაკვეთები: №1; № 2; №2-1-1-1-1; № 2-1-2; № 2-2; №3; №4; №4 -1; №4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ
4. ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №39ა-ს სამხრეთით არსებული მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ