ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, სადაც რიგით 34-ე სხდომაზე დასამტკიცებელი საკითხები იქნა განხილული.
ბიუროს სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „2024–2025 სასწავლო წლისათვის სკოლამდელი დაწესებულებების მზადყოფნის მდგომარეობის შესახებ“ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციის თაობაზე საკითხის თანახმად, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), აღნაგობის ფორმით, მოქალაქე ნანა ნემსაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით), იჯარის ფორმით, მოქალაქე თამარ ხიდაშელისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით), იჯარის ფორმით, მოქალაქე მედეა დოლაბერიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით), იჯარის ფორმით, მოქალაქე ნუგზარ ბრეგაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქვალითი სფეისისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, პირობებით, უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
9.„საერთაშორისო ქსელი „Energy Cities“-ში გაწევრიანების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტთან დაკავშირებით