ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, სადაც რიგგარეშე მე-15 სხდომაზე დასამტკიცებელი საკითხები იქნა განხილული. ბიუროს სხდომა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის № 79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის № 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის № 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე