ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 33-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი რვა საკიტხი დაამტკიცა
ცვლილება შევიდა ქუთაისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში , რის შედეგადაც ბიუჯეტმა 143 მილიონს გადააჭარბა. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტს დაემატა ახალი პროგრამა „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის გეგმაც განისაზღვრა 2891,9 ათასი ლარით. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მიერ, ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის 2023 წელს განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა კაპიტალური გრანტი 690,0 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, ქუთაისის ბიუჯეტში განხორციელდა პროგრამულ კოდებსა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. შემოსულობებისა და ხარჯების გეგმა გაიზარდა 10547,6 ათასი ლარით, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება გაიზარდა 193,2 ათასი ლარით; მშენებლობა, ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია გაიზარდა 431,2 ათასი ალრით; ქალაქის კეთილმოწყობა - 567,1 ათასი ლარით; მწვანე ნარგავების მოვლა - პატრონობა, განვითარება - 623,0 ათასი ლარით, განათლება - 735,7 ათასი ლარით; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 2147,5 ათასი ლარით.
წარმოდგენილი იქნა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო ანგარიში.
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმაში. კერძოდ, ამოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმიდან №197 პუნქტი, ხოლო ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმას დაემატა №258 პუნქტი თანდართული რედაქციით.
მიღებული გადაწყვეტილებით სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ქალაქ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირი №22ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობა №1; (საკადასტრო კოდი №03.01.22.737; მიწის ფართობი: 4099.00 კვ.მ), შემდგომში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის უვადო სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.
თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №202504753) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი №1/ქალაქ ქუთაისში, ა. წერეთლის ქუჩა №2-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეოთხე სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართის (ფართობით 398.56 კვ.მ. (საჯარო რეესტრის ამონაწერის №03.03.21.156.01.507) სარგებლობაში გაცემის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის №164 განკარგულების და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 28 თებერვლის №ბ44.442305929 ბრძანებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,იბერკომპანი’’ (საიდენტიფიკაციო კოდი №231963818) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,იბერკომპანის’’ (საიდენტიფიკაციო კოდი №231963818) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, 10 (ათი) წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება (xy ღერძების კოორდინატებზე განთავსებული წერტილები).