ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ, შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.