ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ქალაქ სარაევოში, 2008-2009 წელს დაბადებულთა შორის, კრივში ევროპის პირველობა გაიმართა.
ტურნირში საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა. ნაკრების კაპიტანმა ქუთაისის აა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, აკაკი კაკაურიძის სახელობის კრივის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, დავით მხეცაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. (მწვრთნელი, ზაალ ჯავახაძე) . ბრინჯაოს მედალოსანს წარმატება ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცეს