ქუთაისის მერიის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,, სტუდენტური დასაქმების ფორუმი” მოეწყო. ფორუმი „ ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში „ ჩატარდა.15 - მდე დამსაქმებელმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია ვაკანსიებისა და სტაჟირების შესახებ.
ფორუმის გახსნას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე.
️ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი თიკა ბალანჩინის, New one - ს და დიჯეი გიორგი დალაქიშვილის მონაწილეობით. საღამო ფეიერვერკით დასრულდა.