ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 61-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე განხილული იქნა საკრებულოს რიგით 27-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტი და პროექტით განსაზღვრული საკითხები.
დღის წესრიგი
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
5.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მედეასათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
6.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტომანქანები) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
7.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
8.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კა-2“-სათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
9.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
10.ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №39ა-ს სამხრეთით არსებული მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისთვის თანხმობის მიცემის შესახე