ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ სხდომა გამართა , რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, არსებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.