ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წესდებაში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის’’ სახელწოდების შეცვლის ცნობად მიღების შესახებ;
2️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,პროგრესის პლატფორმის’’ თავმჯდომარის თანამდებობაზე ამ ფრაქციის წევრის გიორგი კილაძის არჩევის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე ამ ფრაქციის წევრების: ქეთევან ხურციძისა და გაგა მანაგაძის არჩევის ცნობად მიღების შესახებ;
3️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2024-2025 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
5️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის 2024-2025 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვის შესახებ;
6️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2024-2025 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვის შესახებ