ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 27-ე სხდომა გამართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 11 საკითხი დაამტკიცეს.
✅ საჭიროებიდან გამომდინარე პირველი ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი გადანაწილდა შესაბამის პროგრამულ კოდებზე. ბიუჯეტში აისახა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2400 და N2402 განკარგულებები და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გადანაწილდა 10894,6 ათასი ლარი, შესაბამისად გაიზარდა შემოსულობებისა და ხარჯების გეგმა 10905,7 ათასი ლარით.
✅შეტანილი იქნა ცვლილება „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.08.2019, №190020020.35.123.016515), კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის (,,ინსტრუქცია ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“) მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 8 (რვა) ლარით.“
✅ საკითხის დამტკიცების შედეგად განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმა.
✅ ცვლილების შედეგად განისაზღვრა საკრებულოს თანამშრომელთა საშტატო ნუსხა.
✅ასევე დამტკიცდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა და ნუსხა
✅ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის N39ა-ს სამხრეთით მდებარე მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით მიეცა თანხმობა.
✅არასამეწარმეო (არაკომერციულ)იურიდიულ პირს ‘სპეციალურ სერვისებს „ უსასყიდლოდ უვადოთ, სარგებლობაში გადაეცა 22 ერთეულია ნაგვის ურნა.
✅ქუთგანათების სერვისს პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო თხოვების ფორმით გადაეცა 54 209.95 ლარის ღირებულების ელექტროავტომობილების სამუხტი აპარატები.
✅2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ წარმომადგენლობით ორგანოს ანგარიში წარუდგინა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.