ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება და ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობა. საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის შესაძლებლობა.
პროექტი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2018 წელს. საკონკურსო იდეის მიღების ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი. შემოსული ინიციატივების განხილვა ხდება ყოველი თვის ბოლოს მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთაც თან ახლავს მინი კვლევა, რომელიც ასახავს საკონკურსო ინიციატივის საჭიროებას ასევე, პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულების ახალგაზრდულ პროექტები:
ა) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
ბ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
გ) სოციალური მეწარმეობა (ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობა);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია;
ე) საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების წახალისება.
ისეთი ინიციატივები, რომელშიც ავტორის თანამონაწილეობა 20% და მეტია, შესაძლებელია განხორციელდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით და მასზე არ გამოცხადდება ტენდერი;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
ბ) ავტობიოგრაფია (CV)/კერძო პირის შემთხვევაში/;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/კერძო პირის შემთხვევაში/;
დ) სარეკომენდაციო წერილი;
ე) თანადაფინანსების შემთხვევაში -დამადასტურებელი საბუთი;
ვ) მინი-კვლევა, რომელიც აღნიშნული პროექტის საჭიროებაზე მიუთითებს.
განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით მითითებულ ლინკზე