31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით , ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები იმართება. 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საახალწლო თეატრალური წარმოდგენა, დრამერების და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, კონცერტი ადგილობრივი საბავშვო-საესტრადო სტუდიების მონაწილეობით, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ჩატარდა საახალწლო გალა-კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით. ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში, ნიღბების თეატრსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წარმოადგინეს საბავშვო სპექტაკლები. 7 იანვარს გაიმართა საშობაო მსვლელობა „ალილო“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ნაი-ნაი“ მონაწილეობით. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი გადაეცათ „დღის ცენტრების“ და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს.