დღეს ქუთაისში, მერიის შენობაში ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოადგილეს ნინო თვალთვაძეს და ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსს გიორგი გიორგობიანს შეხვდნენ. შეხვედრა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კონვენციის ფარგლებში გაიმართა. ამ ფორმატით არასამთავრობოები უკვე მეორედ ხვდებიან ადგილობრივ მთავრობას, რომლებიც ხელისუფლებას ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაში ეხმარებიან. სპეციალური სამუშაო ჯგუფი ასევე მუშაობს ქალაქის ე.წ. SWOT ანალიზზე. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტი ევროკავშირმა აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის ფორმატში შექმნა.