ქუთაისის მერიაში დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტების დაფინანსება მიზნად ისახავს პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლობის განვითარებას, რეალიზებას და დასაქმებას. მიზანშეწონილია კონკურსის შედეგად შეირჩეს საუკეთესო პროექტები. პროგრამის შესახებ არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებს დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გააცნეს. ქუთაისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალიზაციას და მეტ ჩართულობას მათთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებში. მერის მოადგილემ დამსწრეებს, დეტალურად გააცნო პროგრამის შესახებ და პროექტების წარდგენის ვადებიც დაასახელა. პროექტების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყება და 28 მარტს დასრულდება.