9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, ჩოხოსნები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა. დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას.“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. .1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის შედეგად.